პრაქტიკული კვლევა


სსიპ ქალაქ თბილისის N174 საჯარო სკოლა










საგანმანათლებლო რესურსები  და  მოსწავლეთა მიღწევები


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საჭიროების
კვლევ


(საგანმანათლებლო რესურსები მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)










თბილისი 2019წ.






ნატალია ჭყონია NATALICHKO@GMAIL.COM






ამ კვლევის პროცესში მხარდაჭერისთვის, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სსიპ ქალაქ თბილისის 174 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს.





































სარჩევი
1.შესავალი   
2.ანოტაცია
3.ინფორმაცია სკოლის და მკვლევარი მასწავლებლის შესახებ
4.კვლევის მიზანი და ამოცანები
5. კვლევის მეთოდები
6. კვლევის აქტუალობა
7.კავშირი ესგ
8.კვლევის ეთიკა
9. სიტუაციის ანალიზი: პრობლემის იდენტიფიცირება
10. კვლევის პროცესი
11. ინტერვენციების განხორციელება
12.კვლევის ვალიდობა და სანდოობა
13. ინტერვენციების შედეგები
14. პროგრესის მონიტორინგი
15.შეზღუდვები
16.შეჯამება
17.რეკომენდაციები
18. ნაკლოვანებები
19.დასკვნა
20.ლიტერატურა
21.დანართები
დანართი1 ფოკუს ჯგუფის კითხვარი
დანართი 2. მშობელთა კითხვარი
დანართი 3. მოსწავლეთა კითხვარი
დანართი 4 . კითხვები ადმინისტრაციას
დანართი 5.მასწავლებელთა კითხვარი
დანართი 6. მშობელთა გამოკითხვის შედეგები
დანართი 7. მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები
დანართი 8 .მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები
დანართი 9. ადმინისტრაციის გამოკითხვის შედეგები
22.კვლევის რეფლექსია
24. დასკვნა




1.შესავალი
„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს,რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას,” დიმიტრი უზნაძე.
იმისთვის, რომ მოსწავლემ საკუთარი ძალები განავითაროს (თუნდაც, ჩვენი დახმარებით), ჯერ უნდა დაიჯეროს ამ ძალების, უნდა გამოავლინოს საკუთარი თავი უნდა შეძლოს ახალ გარემოში ადაპტაცია.   რესურსები ის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ძალების აღმოჩენასა და განვითარებაში, ზარმაცი ბავშვი არ არსებობს, არსებობს მოტივაციის უქონლობა და ამას ვეძახით  სიზარმაცეს (შ. ამონაშვილი).
21  საუკუნე განათლების სისტემისთვის ცვლილებების, ღმოჩენების ახალი გამოწვევების ხანაა. მთავარი მიმართულება კი მოსწავლე და სასწავლო პროცესია. ჩემთვის, როგორც  წამყვანი მასწავლებლისთვის,  არაერთხელ  მოუმართავთ კოლეგებს  თხოვნით, დავხმარებოდი გაკვეთილის გამრავალფეროვნებაში.
ხშირად შემინიშნავს,  რომ მასწავლებლები უმეტესად არ/ვერ იყენებენ თანამედროვე მიდგომებს, ხშირ შემთხვევაში რესურსების უქონლობას და გარემო ფაქტორებს ასახელებენ მიზეზად. შეძლებისდაგვარდ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარები მათ, მაგრამ ეს ყველაფერი უმეტესად სპონტანურად ხდება.  მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ასეთი ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება აუმჯობესებდა მათი პროფესიული განვითარების დონეს. ამიტომ გადავწყვიტე,  ამ საკითხს ჩავღრმავებოდი. ვფიქრობ, რომ ჩემთვის, ჩემი სკოლისთვის, კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის  საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კვლევის შედეგები.

2.ანოტაცია
ნაშრომი წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსების,  როგორც მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის,    ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ეფექტური საშუალების კვლევის ანგარიშს. აღწერილია სამუშაო შეხვედრები არაფორმალურ გარემოში , მასწავლებელთა დამოუკიდებელი აქტივობები და ინიციატივები , შედეგები და რეფლექსიები პროცესის დასრულების შემდეგ .
საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო რესურსი , თანამშრომლობა მოსწავლეთა მოტივაცია , მოსწავლეთა   მიღწევები


3.ინფორმაცია სკოლის და მკვლევარი მასწავლებლის შესახებ

2018-19 სასწავლო წელს  მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში განვახორციელე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სსიპ ქალაქ თბილისის 174 საჯარო სკოლის საჭიროების კვლევა.
1996 წლიდან დღემდე ჩემი პროფესიული საქმიანობა აღნიშნულ სკოლას უკავშირდება . სსიპ 174  საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის, პედაგოგების ენთუზიაზმითა და მაღალი პროფესიონალიზმით  ჩვენი სკოლა  წარმატებით პასუხობდა განათლების სისტემის საერთო გამოწვევებს.
ვარ წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, სტუ საჯარო მმართველობის დოქტორანტი, სადაც ჩემს საკვლევ თემას  წარმოადგენს სასკოლო სისტემაში მენეჯმენტის ეფექტიანობის საკითხი.
სკოლის თანამშრომლები ვცდილობთ ყველა სასიკეთო მუხტი გავაძლიეროთ ჩვენს სივრცეში. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პრაქტიკული კვლევის ჩატარება.


           
4.კვლევის მიზანი და ამოცანები  სასწავლო რესურსების არსებული ბაზის და საჭიროებათა კვლევა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მოსწავლე-მასწავლებლის და მშობლების გამოკითხვით მოპოვებული  მონაცემთა, საცდელი კვლევების (ტესტირება) და სამიზნე ჯგუფების აზრის ანონიმური გამოკითხვის შედეგად შეგროვებული მონაცემებით ჩავატარე სიტუაციის ანალიზი.
კვლევის აქტუალურობას ასაბუთებს  მოსწავლეების, მათი მშობლების  და მასწავლებლის უკუკაშირი ანკეტირებაზე.
კვლევის მიზანია მის  საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებით დაეხმაროს სკოლის ადმინისტრაციას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმოს ეფექტიანი სტრატეგიები. კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციებით მასწავლებლებმა შეძლონ სწავლების მიზნების სწორად დასახვა, წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, მოსწავლეთა საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგება. (ციფრული რესურსების შექმნა უზრუნველყოფს  სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.)

5.კვლევის მეთოდები:
კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის მართებულად შერჩევა წარმოადგენს. გადავწყვიტე მიმემართა, როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდებისთვის.  ვთვლი, რომ ორივე მეთოდის კომბინირება ეფექტიანია.
კვლევის თვისობრივი მეთოდი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
კვლევის თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე  მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე აღწერითი დაკვირვება.
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მონაწილეობით.  კვლევის მიმდინარეობის დროს გამოვიყენე თვისობრივი (ჩართული ფოკუსირებული დაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ, ზეპირი გამოკითხვა) და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები (წერილობითი გამოკითხვა -ანკეტირება). პედაგოგების გამოკითხვა მიზნად ისახავდა, დამედგინა, ნამდვილად აქტუალურია თუ არა ეს საკითხი. პედაგოგების რამდენი პროცენტი  მიიჩნევს რომ რესურსების დეფიციტი  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პრობლემური საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს ზემოქმედების როლი სასწავლო პროცესზე, მოსწავლეთა მოსწრებაზე, შემოქმედებითობაზე.
მოსწავლეთათვის და მათი მშობლებისთვის შედგენილი კითხვარების ანალიზით  გაირკვა, რამდენად ანიჭებენ ისინი უპირატესობას სწავლებას ვიზუალური  და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
წინამდებარე ანგარიში შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია:
·       რესურსების როლი და მნიშვნელობა მოსწავლეთა მიღწევებში
·       მასწავლებელთა დამოკიდებეულება ამ საკითხის მიმართ;
·       რამდენად ახერხებენ  პედაგოგები რესურსების გამოყენებას.
·       რა მიზნების დასახვა და რა გზების გამონახვაა შესაძლებელი  სკოლის რესურსებით უზრუნველსაყოფად.
·       როგორ მიმდინარეობდა ინტერვენცია;
·       რა აქტივობები განვახორციელეთ;
·       რა შედეგებზე გავედით.


6.კვლევის აქტუალობა
 დღევანდელი  მოსწავლე  თავისი  უნარებით  და  შესაძლებლობებით  სრულიად  განსხვავდება 10-15 წლის წინანდელი მოსწავლისაგან,  შეიცვალა  მიდგომები  ახლა  მოსწავლეს  თავად  შეუძლია  მოიძიოს  უამრავი  ლიტერატურაროგორც  მშობლიურ,  ასევე  უცხო  ენაზე  და  გაეცნოს  მას.  შესაბამისად, იცვლება მასწავლებლის  როლი  და  მნიშვნელობა.  იგი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს 21‐ საუკუნის  უნარებს ჩამოყალიბებაში:
• კრიტიკული აზროვნება.
• პრობლემების გადაჭრის უნარი.
• საკუთარი სწავლების მართვა
• კომუნიკაციათანამშრომლობა.
• ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება
• შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
• მოქნილობა  და ადაპტაცია
მასწავლებელმა  გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობებით უნდა უპასუხოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს . ამისთვის მას, გარდა საჭირო კომპეტენციისა,  სჭირდება  რესურსი,  თვალსაჩინოება, რათა შექმნას საინტერესო სასწავლო პროცესი.
კვლევის დაწყებამდე ვიფიქრე იმაზე თუ, რამდენად მნიშვნელოვანია საკითხის-საგანმანათლებლო რესურსები  და მათი გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე შესწავლა ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის, ჩემი პროფესიული ზრდისთვის, მასწავლებლებისთვის? ბევრი მიფიქრია ამ საკითხის სასწავლო-აღმზრდელობით  ღირებულებაზე. ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ნებისმიერ  საკლასო აქტივობა თუ კლასგარეშე ღონისძიება,რომელიც გამყარებულია თვალსაჩინოებით აუმჯობესებს მოსწავლეთა წარმოსახვას, ათვისებას, განმტკიცებას თუ შემოქმედებითობას. თუმცა, ყოველთვის როდია ეს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ საკითხს ჩავღრმავებოდი. ვფიქრობ,  ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კვლევის შედეგები. უკანასკნელი ნევროლოგიური კვლევები გვიჩვენებსრომ ადამიანები გაცილებით მეტ ბედნიერებას იღებენ , სხვებთან ურთიერთობისგან ვიდრე მარტო ამარჯვებისგან. „სოციალური ტვინი“ ასე უწოდეს მეცნიერებმა იმ ფენომენს რომელიც ინთება და გვიჩვენებს სოციალური კავშირებისადმი ადამიანის ლტოლვას. ეს მოთხოვნილება ყველა ადამიანშია, განსაკუთრებით ბავშვებში, კიდევ უფრო მძაფრად მოზრდილობის ასაკში. საქმიანი ურთიერთობები, თანამშრომლობა, რაც თან ახლავს კეთებით სწავლას, აკმაყოფილებს მათ შინაგან მოთხოვნილებებს. სწავლა შედეგიანია, როცა იგი შინაგანადაა მოტივირებული. როცა თავად ქმნიან და რეალიზდებიან. მოსწავლე ეძებს კავშირებს, დასაყრდენს და არც თუ იშვიათად , უჭირს პოვნა, თვითგამოხატვა. პრაქტიკული აქტივობები ეხმარება მას, როგორც აკადემიური ასევე სოციოლოგიური მიმართულებით. დიუის აზრით, მასწავლებლის მიერ მომავალი გამოცდილების დაგეგმვა და მოსწავლის წინარე გამოცდილება განსაზღვრავს მის მომავალსშესაბამისად, მნიშვნელოვანია თავისუფლებარომელიც სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში პოვებს პრაქტიკას. მისი აზრით, ინდივიდუალური გამოცდილების რეკონსტრუირება მხოლოდ სოციალური კოლექტიური შეგნების ფარგლებშია შესაძლებელიგანათლება დიუის მიხედვითსწორედაც რომ ამ ორი შემადგენლის ორგანიზებული ურთიერთობააცოდნა ყალიბდება   სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში, უდავოა რომ მოსწავლეს უნდა ქონდეს ამ ურთიერთობის რეალური შესაძლებლობა, რათა ამაღლდეს სწავლის მოტივაცია. სწორედ საგანმანათლებლო რესურსების მრავალმხრივი გამოყენება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით. (ესგ.თავი II. საგანმანათლებლო რესურსებიმუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვისასევე მოსწავლეებისათვის)
.

7კავშირი ესგსთან

ეროვნულ სასაწავლო გეგმაში მთავარი ამოცანა სრულფასოვანი, მოაზროვნე ადამინის ჩამოყალიბებაა. მოზარდი უნდა მოემზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, აქტიური მოქალაქეობისთვის, ახალ სიტუაციებში ადაპტირებისათვის, კონფლიქტების მართვისათვის.  თითოეული მოსწავლე უნიკალურია და მის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას ყურადღებას უნდა ექცეოდეს სკოლაში. თავად სკოლის გარემო თავისი ინფრასტრუქტურით, რესურსებით და ინვენტარით ხელისშემწყობი უნდა იყოს ესგ მიზნებისთვის.(მუხლი 10. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა)

8.კვლევის ეთიკა

კვლევის საწყის ეტაპზე სსიპ 174 საჯარო სკოლის დირექტორს გავაცანი კვლევის  თემა, მიზანი და თავისებურებები. მივიღე საკვლევ გარემოში მუშაობის
უფლება, მონაცემების შეგროვების ყოველ ეტაპზე რესპოდენტებს განვუმარტავდი კვლევის მიზანს, რაც ერთგვარად პოზიტიურ გარემოს ქმნიდა და გულწრფელი პასუხების მოლოდინს მივითარებდა.

9.სიტუაციის ანალიზი
ეტაპი  პრობლემის იდენტიფიცირება

 სსიპ 174 საჯარო სკოლის დირექციას მივაწოდე ინფორმაცია პრაქტიკული კვლევის შესახებ. შემდეგ გამოვიყენე თვისებრივი მეთოდის ინსტრუმენტი, რაც მიზნად ისახავდა სკოლაში არსებული აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირებას. კვლევის საწყის ეტაპზე ვიხელმძღვანელე,  როგორც უბრალო, ასევე ჩართული დაკვირვების მეთოდით:
·        ვინიშნავდი თემებს;
·         გამოვყოფდი დაკვირვების ობიექტს
·          ვაფიქსირებდი მოლოდინებს კრიტერიუმებზე დაყრდნობით
·        ვიწერდი დაკვირვების შედეგებს
·         ვაანალიზებდი ჩანაწერებს.
მონაცემების შეგროვების ამ ეტაპზე გავაანალიზე სიტუაცია და შევიმუშავე კვლევის კითხვები.ზოგადი სურათის ფორმულირება დამეხმარა  კვლევის რაოდენობრივი კომპონენტის გათვალისწინებით  მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან დავგეგმე გამოკითხვა. აღნიშნული ინსტრუმენტის   მიზანი იყო უფრო მკაფიოდ მომეხდინა არსებული პრობლემის იდენტიფიცირება. კითხვარებით მიღებული მონაცემებით გამოიკვეთა  ძირითადი სურათი და ამ მასალების საფუძველზე მივმართე ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდს იმ მასწავლებლებთან, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი ეთანამშრომლათ კვლევის ფარგლებში.



სკოლაში სწავლობს   1220 მოსწავლე  მასწავლებელი
დაწყებით საფეხურზე-786
საბაზო საფეხურზე-269
საშუალო საფეხურზე-165
სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია-1
ფიზიკის ლაბორატორია-1
ქიმიის ლაბორატორია-1
ბიბილიოთეკა-1
კაფეტერია-1
სპორტული მოედანი-2
სპორტული დარბაზი-2
სააქტო დარბაზი-1
სამედიცინო ოთახი-1
პროექტორი-2
ზოგადი დაკვირვება და მისი ანალიზი

საკვლევი თემის შერჩევისა და კოლეგებთან  კონსულტაციების შემდეგ დავიწყე სასწავლო პროცესზე გარეგანი, ზოგადი დაკვირვება. ვატარებდი ანკეტირებას მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან. ამ დროს გადამწყვეტი იყო  დამრიგებლების თანადგომა, რადგან მათთან უფრო გულწრფელად მსჯელობენ მოსწავლეები. ვიყენებდი ასევე ჩართული დაკვირვბის მეთოდს და  ვავლებდი პარალელებს სხვადასხვა მეთოდებით და რესურსებით ჩატარებულ გაკვეთილებს და შედეგებს შორის. დასაწყისში  ეტაპობრივად გამოვიკვლიე დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე[NC1]  გამოყენებული ძირითადი აქტივობები გამოყენებულო  რესურსების წილი.

საწყისი სურათი:


აქტივობები
ლექცია
იტერაქციული ლექცია-მცირე რესურსით
კონსტრუქტივიზმი-
რესურსებით
დაწყებითი საფეხური
40%
40%
20%
საბაზო საფეხური
50%
30%
20%
საშუალო საფეხური
60%
20%
20%




სამივე საფეხურზე დაბალი აღმოჩნდა რესურსების გამოყენების  და კონსტრუქტივისტული მიდგომის მაჩვენებელი.
სამიზნე ჯგუფებზე ზოგადმა და ჩართულმა  დაკვირვებამ მაჩვენა, რომ ბავშვებს მალე ბეზრდებათ და უჭირთ ერთფეროვან გარემოში სწავლა, განახლებას არ ექვემდებარება სასწავლო რესურსები, სწავლების სტილი, თვალსაჩინოებები. მოსწავლეს არ აინტერესებს მუდმივად ერთიდაიგივე პოსტერებისა თუ ნაწარმოების გმირების კედლებზე არსებული სურათების ყურება. ისინი თავიანთი აღმოჩენებით პოულობენ ბედნიერებას, თავიანთ რიგებში ეძებენ გმირებს და შემოქმედებს.
ასევე შევისწავლე მასწავლებლების დამოკიდებულება სასწავლო რესურსების მიმართ: მათი ნაწილი მიიჩნევს რომ განახლება სჭირდება  სასწავლო გარემოსა და თვალსაჩინოებებს. რაც  მათი მხრიდან დიდ მატერიალურ და დროის რესურსს მოითხოვს.ნაწილი კი ფიქრობს, რომ დამატებითი აქტივობები და რესურსები სწავლას თამაშად აქცევს და შედეგი ვერ გვექნება.
10. კვლევის პროცესი
ეტაპი I: კვლევის გეგმის შემუშავება, კვლევის კითხვების გარკვევა;

დავგეგმე გამომეკითხა სკოლის 25 პედაგოგი, საბაზო და საშუალო საფეხურის 50 მოსწავლე და  25 მშობელი. შევიმუშავე კვლევის კითხვები. (დანართი)
ეტაპი II : კითხვარების შექმნა , გამოკითხვა, მონაცემების ანალიზი(დანართი)
ეტაპი III: ჩაღრმავებული ინტერვიუ;
ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგად მოგროვდა მონაცემები სკოლაში არსებული პრობლემის შესახებ,  აქცენტი გაკეთდა მის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე თუ რა გავლენის მატარებელია ზოგადად აღნიშნული პრობლემა სკოლის ორგანიზაციულ კულტურაზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე. დადგინდა, რომ მოსწავლეების და მასწავლებლების უმრავლესობას გააზრებული აქვს მოტივაციის საკითხი რამდენადაა დაკავშირებული სასწავლო რესურსებთან და გარემოსთან. მოსწავლის წარმატებას უკავშირებენ აღმოჩენებით მიღებულ შემეცნებას.
ჩაღრმავებული ინტერვიუ გახლდათ  კითხვარის შედეგად მიღებული დებულებების რელევანტურობის გამამყარებელი დამატებითი რესურსი.

ეტაპი IV: შერჩევა
პრაქტიკული კვლევის მომდევნო ეტაპზე შერჩევით ერთობლიობას
წარმოადგენდა სსიპ 174 საჯარო სკოლის ყველა საგნობრივი კათედრის მასწავლებლებირომლებსაც აღმოაჩნდათ შესაბამისი მოტივაცია.

ეტაპი V: ინტერვენციები
ინტერვენციების აღწერა
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საუძველზე, შევიმუშავე განსახორციელებელი ინტერვენციები:
არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების პირობებში,საჭიროდ  ჩავთვალე ინტერვენციები დამეფუძნებინა  საკუთარ  რესურსზე და გამომეყენებინა მასწავლებლის სახლის სატრენინგო მასალები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემს კოლეგებს აქვთ მაღალი მიმღებლობა ინოვაციების მიმართ და ახლაც ასე მოხდა. მოტივაციას ერთგვარად  კრედიტების სისტემაც უწყობდა ხელს. შესაბამისად, დავგეგმე შემდეგი სამუშაოები:

·       კოლეგებითვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის სატრენინგო მასალების საფუძველზე მრავალფეროვანი რესურსების შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა.
·       კვლევის ფარგლებში მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრის ჩატარება, მათი საჭიროებების განხილვა-ანალიზი, იდენტიფიცირებული პრობლემის გადასაჭრელად მომდევნო შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება.
·       სამუშაო შეხვედრების ჩატარება
·       ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა.
·       მასწავლებელთა პროფესიულ საქაღალდეში გაწეული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადება და ატვირთვა.

11. ინტერვენციების განხორციელება

სამუშაო შეხვედრების გეგმის შემუშავება
სკოლის პედაგოგებისთვის სასწავლო წლის დასასრული ორმაგად დატვირთულია. სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარებას და გაწეული მუშაობის ანგარიშების მომზადებას ემატება მასწავლებელთა კრედიტების შეგროვების ვადების ფინალური ეტაპი და მასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ ფონზე შევეცადე კოლეგებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ჩატარებული კვლევის და მის საფუძველზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ. დავგეგმე საინფორმაციო შეხვედრა, გავაცანი შეხვედრების თემატიკა, მოსალოდნელი შედეგები და შევიმუშავეთ შეხვედრების გრაფიკი.
სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან   1
შეხვედრის ორგანიზატორი: ნატალიაჭყონია
სსიპ ქალაქ თბილისის 174 საჯარო სკოლა


შეხვედრის თარიღი

შეხვედრის თემატიკა
შეხვედრის მიზანი
შენიშვნა
30.05.2019 წ.

1.საორგანიზაციო საკითხები.
2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა


3.სასწავლო გეგმების ტიპები
მონაწილეებმა:
გამოკვეთონ ჯგუფის სამოქმედო გეგმის საკითხები. გაიაზრონ
სასწავლო პროცესის დაგეგმვის მნიშვნელობა. განიხილონ სასწავლო გეგმების ტიპები.
31.05.2019 წ.

1.თემატური დაგეგმვა
2.კვირეული დაგეგმვა
3.გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები.
შეძლონ კოორდინირება გეგმის ტიპებს შორის.
გაკვეთილის
ფაზებისა და გაკვეთილის გეგმის კომპონენტების გააზრება; მეთოდისა და აქტივობის არსის გაცნობიერება.
1.06.2019წ.

1.საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნება.


2.ტექსტურ რედაქტორში Word smart art გამოყენების პრინციპების გაცნობა და რესურსების შექმნა.
3.გაკვეთილის დაგეგმვა


შეძლონ საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნების და მათი სპეციფიკის გაცნობიერება. 10წთ

შეძლონ რესურსების ნიმუშის შექმნა  . 30 წთ

გაკვეთილის ერთობლივად  დაგეგმვა და გეგმის ნიმუშების პრეზენტაცია.(20 წთ)


·       ინტერდისციპლინური გუნდის ჩამოყალიბება


სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან   2
შეხვედრის ორგანიზატორი: ნატალიაჭყონია
სსიპ ქალაქ თბილისის 174 საჯარო სკოლა
შეხვედრის თარიღი

შეხვედრის თემატიკა
შეხვედრის მიზანი
შენიშვნა
12.06.2019 წ.

შეფასება
შეფასების როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში.ეფექტური უკუკავშირი ფორმები.
მონაწილეებმა:
გამოკვეთონ ჯგუფის სამოქმედო გეგმის საკითხები. გაიაზრონ
სასწავლო პროცესში შეფასების მნიშვნელობა. განიხილონ შეფასების ტიპები.
13.06.2019 წ.

შეფასების კომპონენტების და კრიტერიუმების გააზრება, ტესტის შექმნის სტრატეგიები
შეძლონ შეფასების სტრატეგიების მისადაგებაგაკვეთილის
ფაზებისა და გაკვეთილის გეგმის კომპონენტებისთვის.
14.06.2019

1.საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნება.

GOOGLE FORM-ის ინსტრუმენტის ტესტად გადაკეთება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
ინდივიდუალური ელექტრონული ტესტების შექმნა
შეძლონ საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნების და მათი სპეციფიკის ფარგლებში ელექტრონული   ინსტრუმენტების შექმნა და საჭიროებისამებრ გამოყენება
შეძლონ რესურსების ნიმუშის შექმნა
და  ნიმუშების პრეზენტაცია.

სამუშაო შეხვედრების ჩატარება

სამუშაო შეხვედრებისთვის მოვამზადე ელექტრონული რესურსი, რომლის  მიზანი იყო:

·       მონაწილეებს თვალსაჩინოდ წარმოდგენილი მასალებით გაადვილებოდათ  განხილული საკითხების გააზრება.
·       დროის მენეჯმენტი: მიღებული ინფორმაციის დასამახსოვრებლად არ იყო აუცილებელი ჩანაწერების გაკეთება, თითოეულ მონაწილეს საკუთარ ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა საპრეზენტაციო მასალები.
·       შეხვედრების ამგვარი ფორმატი გახდა ერთგვარი საშუალება სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენების ეფექტურობის სადემონსტრაციოდ, მონაწილეები საკუთარ სწავლებაზე მოახდენდნენ დაკვირვებას.
შეხვედრები ჩატარდა გაწერილი გეგმის შესაბამისად , 2 ციკლად, ესწრებოდა ფოკუს ჯგუფის ყველა წევრი.

12. ვალიდობა და სანდოობა

საგანმანათლებლო ორგანიზაციაში ჩატარებული  კვლევის წარმატებულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ვალიდურობა, რაც გულისხმობს განხორციელებული ინტერვენციების  შედეგიანობას და   და ეფექტიანობას. ვალიდობა და სანდოობის მაღალი ხარისხითავის მხრივ, დამოკიდებულია რესპოდენტების გულწრფელ მონაცემებზე, რომელთა სიღრმისეული ანალიზიც განაპირობებს ინტერვენციების რელევანტურობას. აღნიშნული კვლევის ფარგლებში საკითხის შესწავლა და საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება-დიაგნოსტირება  მოხდა სკოლის  მასწავლებლებთან ჩატარებული კითხვარების და ჩაღრმავებული ინტერვიუების,  საფუძველზე. კვლევის სანდოობისთვის  ერთ-ერთი საყურადღებო ასპექტი იყო მასწავლებლების არასრული ჩართულობა კვლევის საწყის ეტაპზე. ჩაღრმავებული ინტერვიუების სანდოობის ხარისხი განისაზღვრა იმ ემპირიული მონაცემების მიღებით, რომლებსაც რესპოდენტები მაძლევდნენ თავიანთი ნებელობის ფარგლებში, შესაბამისად სანდოობის ორიენტირის გასაფართოებლად დავგეგმე მონაცემების შეგროვება სხვადასხვა მეთოდების საფუძველზე: დაკვირვება, ინტერვიურება ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფები.
ანკეტირება– საკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები, მასწავლებლები  და მათი მშობლები, ვინაიდან თითოეულის აზრი გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია კვლევის სწორად წარმართვისათვის. (დანართი 2 და3)
ფოკუს ჯგუფი შედგებოდა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისგან, სულ 10 პედაგოგი. რამდენადაც ეს არის თვისობრივი კვლევის  მეთოდი, იგი გამოვიყენე კვლევის, როგორც საწყის ასევე მომდევნო ეტაპებზეც, რათა რეალური სურათი დამენახა მთელი კვლევის განმავლობაში. ჯგუფის სოციალური ნიშნით ჰომოგენურობა უზრუნველყოფდა გამოკითხვის საიმედოობას. პირველ ეტაპზე ეს მეთოდი დამეხმარა კვლევის პრობლემის დაზუსტებაში. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო პედაგოგების  დამოკიდებულების გაცნობა კვლევასთან დაკავშირებული საკითხისადმი, ჩანიშვნა და დამოკიდებულების შესწავლა, ასევე დასკვნების და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება. (დანართი 1.)
ინტერვიურების და აღწერის მეთოდით შევისწავლე ტექნიკური ინვენტარი და წვდომა ინტერნეტზე, რაც  დამაკმაყოფილებელია არსებული კომპიუტერებისთვის.
ინტერვიურება ჩავატარე ფოკუს ჯგუფის წევრებთან, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, სკოლის ადმინისტრაციასთან. შეგროვებული მონაცემები ასეთია:
ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა განახლდა 2 პროექტორით და პირველკლასელთა ბუკებით
სპორტული ინვენტარი-20%-ით
საბუნებისმეტყველო საგნების შემსწავლელი კათედრა:
ქიმიკატები- არა
ფიზიკის ლაბორატორია-5%-ით
ბიოლოგია-არა
ბიბლიოთეკა  ძირითადად სკოლის სახელმძღვანელოებით

·       პრობლემურია ბიბლიოთეკების მასალების ნაკლებობა და შეუსაბამობა სასწავლო პროცესის საჭიროებებთან,
·       ასევე სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერების ნაკლებობა.
·       დაბალია აქტივობა ელექტრონული რესურსების გამოყენების კუთხით.
13.ინტერვენციების შედეგების შეფასება
ინტერვენციების შედეგების შეფასება განვახორციელე ფოკუს ჯგუფების წევრების რეფლექსიის საფუძველზე.
პედაგოგებმა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს განხორციელებული ინტერვენციების დადებითი გავლენა მათ პრაქტიკულ საქმიანობაზე, მოტივაციასა  და პროფესიულ განვითარებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან. ისინი აღნიშნავენ რომ ამ შეხვედრების შედეგად შეძენილი ცოდნითა და უნარებით  მათ მიეცათ საინტერესო რესურსების შექმნის შესაძლებლობა, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესის უფრო საინტერესოდ დასაგეგმად და განსახორციელებლად. ასევე აღნიშნავენ თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობას და გამოთქვამენ მზაობას მომავალში მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

14.პროგრესის მონიტორინგი:
პროგრესის მონიტორინგის მიზნით შევიმუშავე კითხვარი:
·         რამდენად გაუმჯობესდა თქვენი მოტივაცია?
·       რა სარგებელი მიიღეთ დღევანდელი შეხვედრიდან?
რა სირთულეები ახლდა სამუშაო შეხვედრებს
·         რა რეკომენდაციას შემოგვთავაზებთ ჩვენი შეხვედრების ეფექტიანობის ასამაღლებლად?
·         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?
ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დამეხმარა  მასწავლებლებისთვის მიმეწოდებინა უკუკავშირი და დამეგეგმა მომდევნო შეხვედრების ციკლი. მასწავლებლების აზრით, მათი მოტივაცია  აამაღლა განხორციელებულმა ინტერვენციებმა, განსაკუთრებით მოეწონათ goodle form -ის საშუალებით ტესტის შედგენა, რამაც უფრო საინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესის სწავლების, დიაგნოსტირების, თუ შეჯამება- განმტკიცების ეტაპები. სირთულეები უკავშირდებოდა გადატვირთულ სამუშაო დღეს და კლიმატურ პირობებს (ძლიერი სიცხე)


15.კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა, ინტერვენციებისთვის განკუთვნილი დრო, რაც არასაკმარისი იყო პრობლემის გადასაჭრელად. განხორციელებული ინტერვენციების შედეგების სასწავლო პროცესში  სრული დემონსტრირებისთვის.
განხორციელებული ინტერვენციების მსვლელობის პროცესის და შედეგების მონიტორინგმა საშუალება მომცა გამომეტანა შემდეგი დასკვნები:
განხორციელებული კვლევის ფარგლებში ჩვენს  სკოლაში  ხელი შეეწყო:
·       მასწავლებელთა თანამშრომლობითი გარემოს გააქტიურებას
·       საგანმანათლებლო რესურსების  მნიშვნელობის  და შექმნის შესაძლებლობების გაცნობიერებას
§  გარკვეული რაოდენობით საგაკვეთილო რესურსების შექმნას (აღნიშნული საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას)
სასურველია, მასწავლებლებმა გააგრძელონ მუშაობა რესურსების შექმნაზე, რაც მიდგომის წარმატებულობას უზრუნველყოფს. ამიტომაც მივიჩნევ  დროის ფაქტორს  კვლევის შეზღუდვად, რადგან გარდა პირველადი დაკვირვებისა და სამუშაო პრაქტიკაში ინტერვენციების  დაგეგმვისა  საჭიროა დროში გაწერილი ფართომასშტაბიანი პროცესის შემდგომი მონიტორინგი. თუმცა აღნიშნულ დროში გამოვლენილი შედეგები უდავოდ წარმატებულია, რაც იძლევა პროცესის შემდგომი განვითარების რეალურ საფუძველს.
16.შეჯამება
·       ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, საჭიროა ამ ტიპის სამუშაოების პრაქტიკაში მასიურად დანერგვა. ფოკუს ჯგუფებში შეძენილი გამოცდილება  გაიზიარეს ამ შეხვედრების არამონაწილე პედაგოგებმაც და გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ თავადაც მიიღონ მონაწილეობა.(ლელა პაპავა, ნინო ცაბაურაშვილი...)





17.რეკომენდაციები

·       მასწავლებლების მეტი ჩართულობა თანამშრომლობის ამაღლებაში;
·       მასწავლებლის მიერ თვალსაჩინოების შექმნა და ხშირი და მიზნობრივი გამოყენება სწავლების პროცესში;
·       მოსწავლეების შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლება მრავალფეროვანი აქტივობებით;
·       წახალისების ფორმების შემუშავება: ეფექტური უკუკავშირის სტრატეგიების გამოყენებით.(მათ შორის საწავლო ელექტრონული რესურსებით)
·       შეხვედრებისთვის დროის ფაქტორის გათვალისწინება სეზონის და კოლეგების დატვირთვის შესაბამისად
·       ზრუნვა არსებული რესურსების დაცვაზე.
·       მულტიდისციპლინარული გუნდის წევრების მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარება სკოლის კოლეგებთან.
·       რესურსების ბანკისთვის ელექტრონული სივრცის გამოყოფა და რესურსების მობილიზება.  (პასუხისმგებელი პირის მიერ)



18. ნაკლოვანებები
·       სასწავლო რეურსების გამოყენება წარმოადგენს აქტუალურ თემას. მრავალი კვლევა ჩატადა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ღრმაა. განხორციელებულმა ინტერვენციებმა დინამიკაში პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა და გზები დაგვანახა. მიღებული პოზიტიური შედეგები არასაკმარისია კვლევაში დასმული პრობლემის გადასაჭრელად. სასურველია ჩატარებული ინტერვენცია უფრო მასშტაბური გავხადოთ. მეტი პედაგოგი დაინტერესდეს რესურსების შექმნით. განვიხილოთ სხვა ონლაინ ინსტრუმენტები და გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.
·       რჩება საკითხები რომელსაც სკოლა და მისი პერსონალი  საკუთარი რესურსებით ვერ გაწვდება, თუმცა აქაც გამოიკვეთა იდეები: ფოკუს ჯგუფებში გამოითქვა მოსაზრებები საგრანტო პროექტების მოძიებისა და მათზე მუშაობის მიმართულებით. ამდენად შემდგომ სამუშაო შეხვედრას მივუძღვნით საპროექტო მუშაობის შესწავლას, რაც თავის მხრივ ერთი ძლიერი მექანიზმია სწავლების პროცესში.
19.დასკვნა
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, კვლევის ფარგლებში:
·       ამაღლდა მასწავლებელთა მოტივაცია, გაიზარდა მათი ინტერესი სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენების მიმართ, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები.
·       შეიქმნა ელექტრონული რესურსების მცირე ბანკი და რეალური შესაძლებლობა საკუთარი ძალებით დაიგეგმოს მრავალფეროვანი საინტერესო სასწავლო პროცესი.
·       დაიგეგმა სკოლის ბიბლიოთეკის განახლებისთვის პროექტების შემუშავება. რათა მოსწავლეებს ქონდეთ თანამედროვე, მათი ინტერესების შესაბამისი საკითხავი ლიტერატურა და გარემო. განუვითარდეთ სოციალური და თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები, ამაღლდეს წიგნიერების დონე.
·       გაიზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში, კვლევაში მონაწილე მშობლებმა სხვებსაც გაუზიარეს ინფორმაცია. 






20. გამოყენებული ლიტერატურა

1.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თვისებრივი კვლევა: თემა ფოკუს-ჯგუფი http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.4&x=1
С. Белановский. 2001. Метод фокус-групп. М.: Никколо М.

2.პედაგოგიური კვლევის
3.უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასება https://www.youtube.com/watch?v=chS8Q77BUow
4. განვითარებისა და სწავლის თეორიები (2008) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრითბილისიგამომცემლობა “საქართველოს მაცნე”.
 5როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
 6მარზანო რობერტ . (2009) ეფექტური სწავლება სკოლაშიპირველი ქართული გამოცემა, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“. 12. Schein, Edgar. (1987). Clinical Inquiry/Research (pp. 228-237). H








21. დანართები:


დანართი 1.

ფოკუს-ჯგუფის კითხვები:
·       1. სჭირდება თუ არა კომფორტული გარემო სასწავლო პროცესს და გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ასეთი გარემო შევქმნათ?
·       2.არის თუ არა სკოლაში საკმარისი გარემო მოტივაციისთვის?
·       3.თქვენი აზრით  განაპირობებს თუ არა სასწავლო რესურსების ნაკლებობა მოტივაციის დაბალ დონეს როგორც მოსწავლეებში, ასევე მაწავლებლებში?
·       რამდენად და რა ფორმით ახერხებთ მოსწავლეების დაინტერესებას?
·       5. როგორია თქვენი რეკომენდაცია რესურსების გამრავალფეროვნების კუთხით?

 დანართი 2.
კითხვარი  მშობლებისათვის.

სსიპ 174საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჭყონია
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე:  სასწავლო რესურსები და მოსწავლეთა მიღწევები.
თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელლოვანია კვლევისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.

ა) ბეჯითი       ბ) ოდნავ ზარმაცი             გ ) ზარმაცი

2.საქმიანობა რომელსაც ხალისით აკეთებს
ა) საოჯახო საქმეებში დახმარება             ბ) თამაში      გ) სწავლა

3.ჩემი შვილის აკადემიური მოსწრება მის უნარებს შეესაბამება
ა) სრულიად             ბ) ნაწილობრივ        გ) არ შეესაბამება

4.ხალისით სწავლობს
ა)პროექტებით         ბ) ტრადიციულად              გ) ორივე შემთხვევაში

5) გაქვთ განცდა რომ ეს „თქვენი შვილის“ სკოლაა?
ა) სრულიად ბ) ნაწილობრივ        გ) არა






 დანართი 3.
კითხვარი მოსწავლეებისათვის.

ჩემო მეგობარო, ძალიან მჭირდება შენი დახმარება.

სსიპ 174საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჭყონია
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე სასწავლო რესურსები და მოსწავლეთა მიღწევები.

შენი მონაწილეობა  მნიშვნელლოვანია.  მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. გთხოვ, ყურადღებით წაიკითხო კითხვები და მიპასუხო.


1.რამდენად გაქვს განცდა რომ ეს შენი სკოლაა
ა) ძლიერად ბ) ნაწილობრივ        გ) არ მაქვს

2.რამდენად მოქმედებს შენს განწყობაზე ფიზიკური გარემო
 ა) ძლიერად ბ) ნაკლებად გ) არ მოქმედებს

3.რამდენად ხშირად იყენებთ გაკვეთილებზე სასწავლო რესურსებს?
ა) ხშირად      ბ) იშვიათად გ) არასოდეს
4.რამდენად გეხმარება სასწავლო რესურსი გაკვეთილის უკეთ გაგებაში
ა) ხშირად      ბ) იშვიათად გ) არ მეხმარება
·       მადლობა მონაწილეობისათვის!



დანართი 4
კითხვები ადმინისტრაციისთვის

თქვენი მონაწილეობა ამ გამოკითხვაში მნიშვნელოვანია, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე:  სასწავლო რესურსები და მოსწავლეთა მიღწევები.



·       როდის შეიძინა სკოლამ ქიმიკატები და რა რაოდენობით?
·       როდის განახლდა თვალსაჩინოებები სკოლაში?
·       როდის და რა აღჭურვილობა შეიძინა სკოლამ ბოლოს?
·       რა რაოდენობით ღებულობს სკოლა ყოველწლიურად ახალ სახელმძღვანელოებს?

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!



დანართი 5.
კითხვები პედაგოგებისთვის

მოგესალმებით, სსიპ 174საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ჭყონია
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე:  სასწავლო რესურსები და მოსწავლეთა მიღწევები.
თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელლოვანია კვლევისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.



1)     რამდენად მოქმედებს თქვენი მოსწავლეების მოტივაციაზე ფიზიკური გარემო?
ა) ყოველთვის             ბ) ზოგჯერ    3) არ მოქმედებს

2) რამდენად ეხმარება რესურსი  მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში?
3) რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო  რესურსი სრულყოფილი გაკვეთილის ჩასატარებლად?

ა) ძალიან მნიშვნელოვანია                    ბ) ზოგჯერ    3) არ ახდენს გავლენას

4)  რამდენად იყენებთ ეალურ ნივთებს რესურსებად?
ა) ხშირად   ბ) ზოგჯერ    3) არასოდეს


5) ქმნით  რესურსებს თავად?

ა) ხშირად   ბ) ზოგჯერ    3) არასოდეს










დანართი 6























დანართი 7
მოსწავლეების გამოკითხვა:















დანართი8
მასწავლებლების გამოკითხვა
















დანართი 9













ადმინისტრაციის გამოკითხვის შედეგები:
სულ სკოლაში სწავლობს -1220 მოსწავლე
დაწყებით საფეხურზე-786
საბაზო-269
საშუალო-165
რესურსების განახლება ბოლო 5 წლის განმავლობაში
კათედრებზე:
მათემატიკა 5%
საბუნებისმეტყველო-5%
საზოგადოებრივი მეცნიერებები-0
ქართული-0
ხელოვნება-0
უცხო ენა-0

სპორტი-20%
ბიბლიოთეკა: სახელმძღვანელოები70%   სხვა 10%
ტექნიკა (აუდიო-1  პროექტორ-2,ქსეროქსი-1 )



22.კვლევის რეფლექსია
·       სსიპ ქალაქ თბილისის N174 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნატალია ჭყონიამ ჩავატარე ჩემი სკოლის საჭიროებების კვლევა: თემაზე:
სასწავლო რესურსები და სასწავლო პროცესი
·       კვლევის მიზანი იყო სკოლაში არსებული სასწავლო რესურსების შეფასება, რესურსების მიმართ მოსწავლეთა, მშობელთა  და მასწავლებელთა   დამოკიდებულების  გაანალიზება და რესურსების შექმნის   გზების დასახვა.
·       კვლევა გრძელდებოდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით. კვლევის წარმათვისათვის გამოვიყენე როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი მეთოდები. მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა. ისინი დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ კითხვარის შევსებას და კვლევის პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.
·       კვლევის შედეგების გაზიარება  მოხდა ეტაპობრივად, კვლევის პროცესში შექმნილი ინტერდისციპლინარული გუნდის წევრების მიერ კათედრებზე და გაზეთ  ახალი განათლების სტატიის საფუძველზე . განსაკუთრებული დაინტერესება მოყვა რესურსების შექნის მიზნით განხორციელებულ ინტერვენციებს და ჩავატარე  ჩაღრმავებული ინტერვიუ იმ პედაგოგებთან, რომლებიც არ იყვნენ ჩართული კვლევაში


·       კოლეგების  უკუკავშირმა დამანახა ერთსულოვნება და მზაობა კვლევის  საკითხების მიმართ.  კვლევის ინტერვენციების ვალიდურობა. თემის უფრო სიღრმისეული და ფართომასშტაბიან განხილვის და განხორციელების საჭიროება.   


კვლევის პროცესში მონაწილეობდნენ:
·       მასწავლებლები,
·       მშობლები,
·       მოსწავლეები
·       სკოლის ადმინისტრაცია

აღნიშნული კვლევით სარგებელი მიიღეს
მონაწილე პედაგოგებმა:
·       ისწავლეს საკუთარი საჭიროებების მიხედვით რესურსების შექმნა , მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა  და სასწავლო პროცესში გამოყენება , როგორც ონლაინ ასევე პირდაპირ რეჟიმში.
·       გაუმჯობესდა მათი მოტივაცია
·       შეიქმნა ინტერდისციპლინური გუნდი

კვლევაში მონაწილე მშობლებს:
·       აუმაღლდათ პოზიტიური დამოკიდებულება სკოლის და სასწავლო პროცესის მიმართ.
·       იგრძნეს აღიარება სკოლის მხრიდან, გაიზიარეს სწავლის პროცესის თანამონაწილეობა.
სკოლის ადმინისტრაცია პოზიტიურად შეხვდა  ინტერდისციპლინარული გუნდის იდეას- საგრანტო- საპროექტო მუშაობის თაობაზე.
რესურსების ბანკის შემდგომი განვითარება სკოლის წარმატებაზე პოზიტიურად აისახება, ხელი შეეწყობა მოსწავლეების წარმატებას.
განხორციელებულმა აქტივობებმა-მასწავლებლებისთვის  მრავალფეროვანი დამხმარე რესურსების შექმნის შესაძლებლობამ, ხელი შეგვიწყო  სასკოლო გარემო  უფრო საინტერესო   და თანამედროვე გაგვეხადა. კვლევის ერთ-ერთ ღირებულებას წარმოადგენს ციფრული  რესურსები,  რომლებიც კვლევის ფარგლებში შეიქმნა, ასევე  მათი შექმნის უნარები, რომელსაც მასწავლებლები უფრო განივითარებენ და გამოიყენებენ პრაქტიკაში.
სკოლის საჭიროებების  კვლევის საფუძვლიანად და წარმატებულად ჩატარება და მიღებული შედეგების სასკოლო ცხოვრების  პროცესში გათვალისწინება აამაღლებს მასწავლებელთა პროფესიულ დონეს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  სწავლასა და განვითარებას.
განხორციელებული კვლევა საინტერესო იქნება სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც  იწყებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა  თუ სკოლის საჭიროებების კვლევას.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია დამეხმარა პირადად საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაში, მოსწავლეთა მოტივაციის კვლევის შედეგებმა სტიმული მომცა მუდმივად შემექმნა  სხვადასხვა სახის რესურსები  და გამომეყეყენებინა გაკვეთილებზე.
ეს კვლევა საინტერესო და სასარგებლო იყო ჩემი კოლეგებისთვის. ასევე გამოადგება  სხვა სკოლის პედაგოგებსაც.
პირადად მე კვლევის ფარგლებში მივიღე  დიდი გამოცდილება, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. უღრმესი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას და ყველა მონაწილეს.

23. რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე 
მოგეხსენებათ, რომ საკვლევი თემა გახლდათ საგანმანათლებლო რესურსები (მისი მნიშვნელობა, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები). პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კოლეგებში ამ კვლევამ იმთავითვე აღძრა ინტერესი. ბუნებრივია, მათი უმეტესობა საქმის კურსში იყო (რადგან ან გამოკითხვაში მონაწილეობდა, ან დამრიგებელი იყო, ან ფოკუსჯგუფის პედაგოგი, რომელთანაც გასაუბრება შიგადაშიგ მიწევდა), მაგრამ საბოლოო შედეგებისა და ინტერვენციის ,,გავლენის’’ შესახებ ინფორმაცია მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე პედაგოგებთან. ბუნებრივია, აღარ დამჭირდა საკითხის აქტუალობის მტკიცება და პირდაპირ კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე, რა თქმა უნდა, ვიზუალიზება საჭიროდ ჩავთვალე - კვლევაში წარმოდგენილმა გრაფიკებმა პედაგოგებისთვისაც ადვილად აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები.
კვლევის  მთავარი ინტერვენციიის შედეგები და მონაწილე მასწავლებლების რეფლექსიის ამონარიდები  გაზეთ ახალ განათლებაში გამოვაქვეყნე.(ლინკი   http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1560340916.pdf?fbclid=IwAR39MeGH5HpjdPbRfXKjpgxedRvKsrDLDWbVBkIpy0s9dNbwJm_1CsM4JUs) ასევე კათედრებზე გავაზიარეთ ინტერდისციპლინარული გუნდის წევრების ორგანიზატორობით. სრული კვლევა  გამოვაქვეყნე საკუთარ ბლოგზეც.
კვლევის შედეგებით, რომელებიც მონაცემთა ანალიზს ეყრდნობა, შევიმუშავეთ  რეკომენდაციები სასკოლო პროცესის გამრავალფეროვნების და ხარისხის მართვის სრულყოფისათვის.


24.დასკვნა

სკოლა არის საზოგადოების განვითარების ადგილისადაც წარმოდგენილია  ფართო სამეცნიერო დისციპლინარული სპექტრი და ამავდროულად კულტურული მრავალფეროვნებაძლიერი სკოლა არის საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვანი დეტერმინანტიმისი სკოლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებულია სწავლების დიფერენცირებულ სტრატეგიებზე ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერზე. ჩართული დაკვირვებისას დავინახე  მოსწავლეებში როგორ ამაღლდა მოტივაცია , როცა ვატარებდი უშუალოდ მათზე მორგებული რესურსებით გამრავალფეროვნებულ გაკვეთილებს. სქემის ფარგლებში სკოლაში ინტენსიურად ტარდებოდა შიდა შეფასების თუ სამოდელო გაკვეთილები, რაშიც მასწავლებლები მთელ ძალისხმევას დებდნენ. ბავშვებისთვის სკოლამ „ჩემი სკოლის“ განცდა შეიძინა.
კვლევის დასაწყისში მიღებული მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალა , რასაც ვუკავშირებ მეორე სემესტრში შიდა შეფასების გაკვეთილების ინტენსიურობის ზრდას. ამ კუთხით მინი გამოკითხვა ჩავატარე და მოვისმინე მოსწავლეების გულწრფელი, არგუმენტირებული პასუხები რატომ მოსწონთ სამოდელო გაკვეთილები. საკუთარი გაკვეთილების გამოცდილებით მინდა გითხრათ, ისინი ერთხმად გამოხატავენ რესურსებითა  და მრავალფეროვანი აქტივობებით ჩატარებული გაკვეთილებით მიღებულ სიამოვნებას.
სსიპ 174 საჯარო სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ფარგლებში
გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება :
ადმინისტრაციის დამოკიდებულება : სრული   მხარდაჭერა
ა)დროის ფაქტორი : საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა სკოლაში შეადგენს 7საათს და მასწავლებლებს შორის ინტერაქციულ მუშაობას დასჭირდა დროის შეთანხმება, რასაც სკოლის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა  და სამიზნე ჯგუფების წევრებს თავისუფალი დროის დამთხვევის შესაძლებლობა შეუქმნა.
შეხვედრების სივრცე და ტექნიკური მხარდაჭერა
ბ) სამუშაო სივრცე: სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან შეხვედრას თავისუფალი დროის თავსებადობის გარდა, შეხვედრის ადგილის საჭიროებაც დაუდგა, ამ მიზნით სკოლის დირექციამ საშუალება მოგვცა გამოგვეყენებინა 12-ე კლასის საკლასო ოთახი, რადგანაც მათთვის დასრულებული იყო სასწავლო პროცესი.
შეხვედრების ჩასატარებლად საჭირო იყო
გ) ტექნიკური მხარდაჭერა, რაშიც ხელი შეგვიწყო სკოლის დირექციამ,  სკოლაში არსებული ტექნიკური მოწყობილობები, პროექტორი, კომპიუტერები ხელმისაწვდომი ყოფილიყო  ჩვენი საჭიროებისამებრ,ისე რომ ხელი არ შეშლოდა სასწავლო პროცესს.
 თანამშრომლების პოზიტიური დამოკიდებულება: ინტერვენციები მიმდინარეობდა თანამშრომლობის ფონზე. ჩატარებულმა პრაქტიკულმა აქტივობებმა დადებითი გავლენა იქონია თანამშრომლობითი კულტურის  განვითარებაზე .
ზემოთ აღნისნულიდან ვასკვნი: პრაქტიკული კვლევის ინტერვენციების  განხორციელების ტექნიკური საშუალება-სამუშაო შეხვედრები წარმატებული სასწავლო მიდგომა არმოჩნდა.

კვლევის მთავარი კითხვა: შეგვიძლია თუ  არა არსებულ პირობებში შევქმნათ საინტერესო სწავლის პროცესი და ავამაღლოთ ხარისხი, რა არის ამისთვის საჭირო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას მათზე მორგებული მასწავლებლის მიერ შექმნილი კონკრეტული  რესურსები  და  შეფასების  რუბრიკების ბლუმის  სააზროვნო დონეების მიხედვით გაწერა  სწავლა-სწავლების პროცესს  ხარისხიანს და სახალისოს გახდის. გარდა იმისა რომ სპეციალურად შექმნილი ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოსწარმოაჩენს მასწავლებლის კომპეტენციასმოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესშიიძლევა ინტერაქტივის საშუალებას. აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობსუადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესსამდიდრებს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაშიიგი ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას.
ამდენად მნიშვნელოვანია, გაკვეთილის მიზნის მისაღწევად, ამა თუ იმ სასწავლო მასალის ასათვისებლად მასწავლებელი ქმნიდესს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსს:სქემას; პოსტერს; ტაბულას; საპრეზენტაციო მასალას; მულტიმედიურ რესურსს  და ა.შ.
             მადლობას ვუხდი ამ კვლევის თითოეულ მონაწილეს. ვფიქრობ,კვლევის ფარგლებში შექმნილი საკომუნიკაციო ინტერდისციპლინარული გუნდი სსიპ 174 საჯარო სკოლაში კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას, „რესურსების ბანკის გასამდიდრებლად“



Comments

Popular posts from this blog

“ოქროს კვეთა“ ძველბერძნული ცივილიზაციებიდან დღემდე